ახალი ამბები

2017 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით გაიზარდა

18 სექტემბერი, 2017 • 1442
2017 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით გაიზარდა

2017 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 121.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 291.9 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელი 15.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკი

გზავნილების მიხედვით, პირველ ადგილს  რუსეთის ფედერაცია იკავებს 40.3 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აშშ- 12.8 აშშ მლნ  დოლარით, 12.7 აშშ მლნ დოლარის გზავნილი შემოვიდა იტალიიდან, მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი- 11.5 აშშ მლნ დოლარით; მეხუთე  ადგილს 10.8 აშშ მლნ დოლარით ისრაელი იკავებს.

რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილ ფულს, 2017 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.4 მლნ აშშ დოლარი (46.5 მლნ ლარი) გაიგზავნა. 2016 წლის აგვისტოში ქვეყნიდან გაგზავნილი ფულის ოდენობამ  17.3 მლნ აშშ დოლარი (40.2 მლნ ლარი) შეადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი