“საქმე არის მთლიანად აბსურდული, ქვეყანაში, სადაც ძირითადი პრობლემა არის დასაქმება, ყოფილი პრემიერისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მიმართ მიმდინარეობს აშკარა პოლიტიკური დევნა. როდესაც ბრალი წამიყენეს, მაშინვე ვთქვი, რომ ბრალდებას არ ვეთახნები, ის არის აბსოლუტურად აბსურდული და დაუსაბუთებელი. საოცრად უსუსური იყო პროკურატურის არგუმენტები, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ან ვანო მერაბიშვილი, ან მე პატიმრობაში. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საჯარო და ღია პოლიტიკურ მოღვაწეობას ვაგრძელებთ. არსად მიმალვას და დამალვას არ ვაპირებთ,”- განაცხადა მან.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, დაკითხვაზე მისვლამდე ის დარწმუნებული იყო, რომ მას დააპატიმრებდნენ.
“მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, რაც მოსამართლესაც ვუთხარი. როდესაც მე 13 თებერვალს დაკითხვაზე დამიბარეს, პირდაპირ ეწერა, რომ მოწმის სახით ვიყავი დაბარებული და არ ეწერა, რომ გაქვთ უფლება თან იყოლიოთ ადვოკატი. როდესაც მე 20 მაისს ჩამაბარა უწყება პროკურატურამ, იქ არ ეწერა, რომ მოწმის სახით ვიყავი დაბარებული და ეწერა, რომ გაქვთ უფლება იყოლიოთ ადვოკატი. რამაც შემიქმნა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მე აუცილებლად დამაკავებდნენ დაკითხვის შემდეგ. ბუნებრივია, 21-ში ჩავალაგე ის ტანსაცმელი, რაც დამჭირდებოდა დაკავების შემთხვევაში, კბილის ჯაგრისი მათ შორის და ისე გამოვცხადდი დაკითხვაზე,”- თქვა ჭიაბერაშვილმა.