ახალი ამბები

იაროშევიჩი: მერაბიშვილის სასამართლოს დამოუკიდებლობა ტესტია საქართველოსთვის

23 მაისი, 2013 •
იაროშევიჩი: მერაბიშვილის სასამართლოს დამოუკიდებლობა ტესტია საქართველოსთვის

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაწარმოებით მონიტორინგის პროცესს, ამაზე მეტყველებს გუშინდელი განცხადება, რომელიც ქეთრინ ეშტონმა და შტეფან ფულემ გაავრცელეს. რა თქმა უნდა, ველით, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი. ეს არის ძალიან მნიშნველოვანი ტესტი საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ არის ვილნიუსის სამიტი. ჩვენ ჩართული ვიქნებით მონიტორინგის პროცესში ისევე, როგორც ამას ვახორციელებდით ადრე სხვა პროცესებთან მიმართებაში,”- განაცხადა იაროშევიჩმა დღეს, 23 მაისს სასტუმრო “Courtyard Marriott-ში”, სადაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ორდღიანი რეგიონალური კონფერენცია – ,,საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიის მომავალი გამოწვევები” გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი