ახალი ამბები

უგულავა: დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მე ვიყო

23 მაისი, 2013 • 999
უგულავა: დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მე ვიყო

“ჩამოვედი, ყველანი ჩამოვლენ, ვინც წაჭიროა, გაქცევას არავინ აპირებს, თუ თავისულების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა იქნება, ზეგ შეიძლება მეც ვიყო, ამას მნიშნველობა არ აქვს, ჩვენ ბევრად უფრო მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია ამ წლების განმავლობაში, შესაბამისად, ციხე იმასთან შედარებით არაფერია. ასე რომ, ტყუილად თავს ნუ დაიღლიან და მინდა რეალური პრობლემების მოგვარებისკენ მოვუწოდო, ვინაიდან, დღითიდღე ჩვენს ქვეყანაში პრობლემები მრავლდება და, სამწუხაროდ, კაციშვილი პატრონი არ ჩანს,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, უგულავა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს გაემგზავრა. მერიაში არ აკონკრეტებენ, ვისთან გამართა უგულავამ საფრანგეთში შეხვედრები.


“ეს იყო ოფიციალური ვიზიტი. საფრანგეთში ქართულ–ფრანგული კვირეული გაიმართა და ამ კვირეულის ფარგლებში იყო იგი მიწვეული”,- განუცხადეს ნეტგაზეთს თბილისის მერიის პრესსამსახურში. 

 

გიგი უგულავასთან ერთად გვიან ღამით თბილისში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე, თაკო სალაყაია დაბრუნდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი