ახალი ამბები

გიგი უგულავა საფრანგეთში იმყოფება

22 მაისი, 2013 • • 1125
გიგი უგულავა საფრანგეთში იმყოფება

როგორც აღნიშნულ უწყებაში განმარტავენ, უგულავა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს გაემგზავრა და თბილისში დღეს, 22 მაისს, ღამით ბრუნდება. მერიაში არ აკონკრეტებენ, ვისთან გამართა უგულავამ საფრანგეთში შეხვედრები.


“ეს იყო ოფიციალური ვიზიტი. საფრანგეთში ქართულ–ფრანგული კვირეული გაიმართა და ამ კვირეულის ფარგლებში იყო იგი მიწვეული”.


მერიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ მათ უგულავას ფრანგული ვიზიტის შესახებ თავის დროზე  ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ, თუმცა იმ ჟურნალისტებს, ვინც ამ საკითხზე მერიას უკავშირდებოდნენ, უგულავას ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი