ახალი ამბები

მერაბიშვილი: ჩემი მეუღლე რამდენიმე საათში დაბრუნდება საქართველოში

22 მაისი, 2013 • 1343
მერაბიშვილი: ჩემი მეუღლე რამდენიმე საათში დაბრუნდება საქართველოში

“წასვლის დროს მეუღლემ მკითხა, წავიდე თუ დავრჩეო. იმის მიუხედევად, რომ ბევრჯერ გაჟღერდა ჩემს დაჭერაზე ინფორმაცია, ვუთხარი, რომ საშიში არაფერია და წასულიყო. დაკავებისას მე მას დავურეკე და ვუთხარი ეს. ახლა ის გზაშია და რამდენიმე საათში დაბრუნდება საქართველოში,” – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე იშუამდგომლა და ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის, რომ ვანო მერაბიშვილმა შესაძლოა საქართველო დატოვოს. პროკურორის განცხადებით, 21 მაისს, მას შემდეგ, რაც მერაბიშვილს დაკითხვის შესახებ უწყება ჩაბარდა, მისმა მეუღლემ, თაკო სალაყაიამ საქართველო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი