ახალი ამბები

პრეზიდენტი: ჩვენ დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლეს ისტორიას

22 მაისი, 2013 • 1021
პრეზიდენტი: ჩვენ დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლეს ისტორიას

“მინდა მოგმართოთ ბოლო დღეებში დაკავებებთან დაკავშირებით და ქუთაისში მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. კანონის უზენაესობა ერთ -ერთი მთავრი ცნებაა, რომელიც ეფუძნება თანამედროვე სახელმწიოფოებრიობას. ჩემი ფუნქცია არ არის სასამართლოს პრეროგატივაში შეჭრა. თუმცა ჩვენ ყველამ ვიხილეთ ტელევიზიით, რომ სასამრთლოზე მიმდინარეობს ინტენსიური ზეწოლა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ძალადობრივი ელემენტების მხრიდან, რათა მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიაღწიონ- ვანო მებრაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაპატიმრებას. 


მე მგონია, რომ ქართული საზოგადოება ძალიან დახვეწილი და ბრძენია და ხვდება, რომ აქ საუბარი არ არის კონკრეტულ სამართლებრივ ბრალდებებზე, არ არის საუბარი იმაზე, ვინ რომელ აგარაკზე ცხვორობდა, ვინ ვის უხდიდა ხელფასს. თუნდაც ბოლო თვეების პროცესები, მაგალითად, ახალაიას პროცესმა დაანახა, რომ პოლიტიკური მოტივით დაწყებული პროცესი სამართლებრივად ჩიხში შედის. ჩვენ რეალურად ვასამართლებთ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიას.


 

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიამაყოთ იმ მიღწევებით, რომელიც მერაბიშვილმა, თუნდაც ჭიაბერაშვილმა და სხვა ადამიანებმა შეძლეს წინა წლებში და ერთად აღმოვაჩინოთ ის ხარვეზები, რომელიც არსებობს და ერთად აღმოვფხვრათ ისინი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ერთმანეთზე გადაკიდების გზით, იმიტომ, რომ ეს არის ჩიხური გზა, ეს არის სიღატაკისკენ, ძალადობისკენ, უპერსპექტივობისკენ და ჩვენი ქვეყნის ადვილ მსხვერპლად, დამპყრობლისთვის ადვილ ლუკმად გადაქცევის გზა, არამედ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ფართო საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

 

სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ყველანი ერთად შეძლებენ დადგნენ პირად შეხედულებებზე მაღლა, გამოძებნონ საერთო ენა საერთო საკითხებზე და იარონ წინ, რათა ქვეყნის ბედი პირად გულისწყრომებს არ გადაყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი