ახალი ამბები

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ბრალს არ აღიარებენ

22 მაისი, 2013
მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ბრალს არ აღიარებენ

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი
მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი

მოსამართლემ შეკითხვით მიმართა ვანო მერაბიშვილს, იყო თუ არა ის ნასამართლევი, რაზეც მერაბიშვილმა მიუგო: “ჯერ არა”.

 

ამას გარდა, მოსამართლემ ყოფილ პრემიერს უთხრა, დაესახელებინა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლის მისამართი, რაც ბრალდებულმა ვერ გაიხსენა და დარბაზში მყოფმა უმცირესობის დეპუტატებმა “უკარნახეს” – პეტრიაშვილის ქუჩა #27, რომელიც ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს ეკუთვნის, მაგრამ იქ მერაბიშვილი ცხოვრობს.

 

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე ორივე ბრალდებულისთვის პატიმრობა მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი