ახალი ამბები

ფულესა და ეშტონის განცხადება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებაზე

22 მაისი, 2013 • 955
ფულესა და ეშტონის განცხადება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებაზე

“ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი შტეფან ფულე ყურადღებით ეკიდებიან ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ამჟამად კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის გუშინდელ დაპატიმრებასა და დაკავების შესახებ.

 

ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მათ მიმართ სამართალწარმოების პროცესს და მოელის, რომ ის სამართლიანად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება.

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისარი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი მოელიან საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ამ საქმეებზე, ისევე, როგორც ყველა სხვა საქმეზე, მართლმსაჯულება მიუკერძოებლად განხორციელდება და არ ქნება პოლიტიკურად მოტივირებული”,–  ნათქვამია აღნიშნული პირების პრეს–მდივნების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი