ახალი ამბები

ივანიშვილი: გამოვრიცხავ სამართლებრივ პროცესებზე პოლიტიკურ გავლენას

22 მაისი, 2013 •
ივანიშვილი: გამოვრიცხავ სამართლებრივ პროცესებზე პოლიტიკურ გავლენას

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელთა დაინტერესება და ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

 

დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ყველა ზომას მიმართავენ, რათა თითოეულ საქმეზე პროცესი საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით წარიმართოს.

 

ჩვენ გამოვრიცხავთ მიმდინარე  სამართლებრივ პროცესებზე პოლიტიკური ასპექტების გავლენას რაიმე ფორმით.

 

კიდევ ერთხელ მივესალმები  საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის განსაკუთრებულ დაინტერესებას. მჯერა, თქვენი ასეთი ყურადღება მხოლოდ დაეხმარება საქართველოს მთავრობას პროცესების სამართლებრივად გამართულად და სამართლიანად წარმართვაში”, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

 

სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფანშტეფან ფულესა და  ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის ქეთრინ ეშტონის ერთობლივი განცხადება დღეს გავრცელდა, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო პროცესები იქნება გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

გაბცხადების მიხედვით, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალყურს იმ სამართლებრივ პროცესებს, რომლებიც ჭიაბერაშვილის და მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელდება. ევროკავშირი ელის, რომ ეს პროცესები იქნება სამართლიანი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი. ფულე და ეშტონი ხაზს უსვამენ თავის მოლოდინს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამართლიანად გამოიძიებს ამ საქმეებს, ისევე როგორც სხვა საქმეებს – მიუკერძოებლად, ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი