ახალი ამბები

ხანდახან მეჩვენება, რომ თამადობა საქართველოში ჯობია პრემიერობას – გიორგი კვირიკაშვილი

15 სექტემბერი, 2017 • 2683
ხანდახან მეჩვენება, რომ თამადობა საქართველოში ჯობია პრემიერობას – გიორგი კვირიკაშვილი

14 სექტემბერს საფრანგეთის ქალაქ ბორდიში გამოფენა, სახელწოდებით  „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურად გახსნა. მან ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართულ კულტურაში მეღვინეობის მნიშვნელობასა და სუფრის ტრადიციებზე ისაუბრა.

„ქართული სუფრა სოციალური თანაარსებობის კიდევ ერთი წმინდა ქართული სახეა. ის შედგება ოთხი მთავარი კომპონენტისგან: კერძები, ღვინო, სიმღერა და სადღეგრძელო. თამადა ნებისმიერი სუფრის მეთაურია. სუფრაზე დაცულია სადღეგრძელოების მკაცრად გაწერილი თანმიმდევრობა და წესი. ქართველები ზოგჯერ სუფრის წესებს უკეთ იცავენ, ვიდრე საგზაო მოძრაობისას. ამიტომაც, ხანდახან მეჩვენება, რომ თამადობა საქართველოში ჯობია პრემიერ-მინისტრობას“, – უთხრა კვირიკაშვილმა სტუმრებს.

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება და სპეციალურ გამოფენას ხსნის. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ინფორმაცია მიიღონ ქართული მევენახეობა-მეღვინეობისა და ღვინის დაყენების უნიკალური წესის შესახებ, რომელსაც „იუნესკოს“ მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ღონისძიება 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი