როგორც ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ბრალის წარდგენის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ (დაახლოებით 23:25) დასრულდა.
“მას იგივე მუხლებით წარედგინა ბრალი, რაზეც იყო საუბარი დღეს,”- აცახდებს ჩივიაშვილი.
ვანო მერაბიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლის [ამომრჩევლის მოსყიდვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით], 182 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტი [მითვისება- გაფლანგვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7- დან 11 წლამდე] და 332 მუხლის მეორე ნაწილი [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5- დან 8 წლამდე] მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
როგორც ადვოკატი ამბობს, საქმე ხვალ სასამართლოს გადაეგზავნება.