ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის წევრები სანაგებო რეჟიმში მუშაობენ

21 მაისი, 2013 • 1047
ნაციონალური მოძრაობის წევრები სანაგებო რეჟიმში მუშაობენ

ქუთაისში,  წინასწარი დაკავების იზოლატორთან,  ნაცმოძრაობის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, თუმცა ისინი 19.00 საათისთის უკვე დაიშალნენ.


იზოლატორში ნაცმოძრაობის გენერალური მდივანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაკავების შემდეგ გადაიყვანეს.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე ამბობს,

საკმაოდ ბევრი აპოლიტიკური ადამიანი იზოლატორთან თავისი ინიციატივით მივიდა.


“მე მინდა გითხრათ, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავდივართ, ჩვენ მივდივართ პარტიის ოფისში, რათა ვითათბიროთ  და ამ დღეებში სასამართლო იქნება და ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ სასამართლოს გამართვას ხელი შევუშალოთ, მაგრამ საპროტესტო აქციას აუცილებლად გავმართავთ.  ეს იქნება ხვალ ან რამდენიმე დღის შემდეგ.  ჩვენ მივიღებთ იმ ადამიანებისგან შემდგარ აქციას, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რაც მოხდა – პოლიტიკური ნიშნით პოლიტიკური ოპონენტების დევნას”, – განაცხადა თევდორაძემ.

თევდორაძის თქმით, ვანო მერაბიშვილის პროკურატურიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში  უკანა გასასვლელით გადაყვანა საკმაოდ უცნაური იყო:


“როცა სიმართლე არ არის შენ მხარეს, ადამიანს გარკვეული ბარიერი გექმნება იმისათვის, რომ უფრო თამამი იყო შენს მოქმედებეში, სწორედ ამ სითამამის ნაკლებობა იყო მერაბიშვილის გადმოყვანის პროცესში. ის, რაც პროკურატურამ და პოლიციამ გააკეთა, ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად მისულმა ადამიანებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც ამ მოვლენას აშუქებდნენ, დავრჩით გვერდზე, როცა დაკავებულების გადმოყვანა ხდებოდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი