ახალი ამბები

ადვოკატი: ჭიბერაშვილისათვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ

21 მაისი, 2013 • • 1305
ადვოკატი: ჭიბერაშვილისათვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ

“ჭიაბერაშვილისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებით. არც ის არ ვიცი, ჯერჯერობით, როდის გაიმართება სასამართლო” – აცხადებს გიორგი გელხაური. 

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი უკვე გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში. 

 

პროკურატურამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი  ვანო მერაბიშვილი, ასევე, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დააკავა. 

 

ამ თემაზე დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართა პროკურორმა  შოთა ტყეშელაშვილმა, რომელმაც განაცხადა: 

 

“ვანო მერაბიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილთან და სხვა პირებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური მოქმედებები. რომლის მიხედვითაც, საქართველოოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების  საეხლმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი თანხებიდან 5 მილიონ 200 ათასი ლარი ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს. მითითებული პირები მოჩვენებით გააფორმეს შტატგარეშედ, სინამდვილეში მათ არავითარი სამუშაო არ შეუსრულებიათ. მათ ფული მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხმის მიცემისა და აგიტაციის სანაცვლოდ.”

 

ივანე მერაბიშვილის ქმედებით სახელმწიფომ იზარალა 5 მილიონ 200 ათასი ლარით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი