ახალი ამბები

მერაბიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს

21 მაისი, 2013 • 1044
მერაბიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს

საცხოვრებელ კორპუსში შესვლის საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცა, თუმცა ბინაში შევიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები- მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი და ზურაბ მელიქიშვილი. 

 

რამდენიმე წუთში მათ დატოვეს შენობა და მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს.

 

მიხეილ მაჭავარიანი განცხადებით, ბინის ჩხრეკას ესწრებიან ოჯახის წევრები და მეგობრები. გარდა ამისა, მან არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბინაში გარკვეული რაოდენობის თანხა აღმოაჩინეს. 

 

გიგი წერეთლემა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს და “მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს გარკვეული დროით საპატიმროში გატარება არ მოუწევთ.”

 

ის დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ არგუმენტები იქნება ისეთივე სუსტი, როგორც ბაჩო ახალაიას შემთხვევაში. 

 

 

პროკურატურამ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს  ვანო მერაბიშვილს, ასევე, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი წაუყენა. 

 

ამ დროისთვის ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი დაკავებულია.

 

ვანო მერაბიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლის [ამომრჩევლის მოსყიდვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით], 182 მუხლის მესამე ნაწილის  ბ ქვეპუნქტი [მითვისება გაფლაგვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 დან 11 წლამდე] და 332  მუხლის მეორე ნაწილი [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე]  მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საუბარია დასაქმების პროგრამაზე, რომელზეც პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებას.  

 

უმცირესობის წევრთა განმარტებით, აღნიშნული დაკავებებით, ხელისუფლებამ 17 მაისის მოვლენები გადაფარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი