ახალი ამბები

თურქეთის ელჩი სარაკეტო სისტემის შეძენაზე: მხოლოდ რუსეთი გვაწვდის ნაკლებ ფასად

13 სექტემბერი, 2017 • 3050
თურქეთის ელჩი სარაკეტო სისტემის შეძენაზე: მხოლოდ რუსეთი გვაწვდის  ნაკლებ ფასად

საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ 13 სექტემბერს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომლებიც თურქეთის მიერ რუსეთისგან საჰაერო რაკეტების შეძენას ეხებოდა:

“პირველად არ ხდება ასეთი შესყიდვა. ჩვენ ვართ ნატოს წევრები, ამიტომ ჯერ მას ვთხოვეთ, რომ მოეწოდებინათ ეს შეიარაღება, მაგრამ მოლაპარაკება დიდხანს გაგრძელდა. ჩვენ გვჭირდება თავდაცვის საშუალებები. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ იარაღის მოწოდება, არამედ ტექნოლოგიების გაცვლაც. თუმცა, სამწუხაროდ, მათ მხოლოდ რუსეთი გვაწვდის უფრო ნაკლებ ფასად. ყველა მოლაპარაკებას გააჩნია თავისი არსი და წინაპირობა”, – განაცხადა ელჩმა.

საუბარია  თურქეთის მიერ  რუსეთისგან საჰაერო სარაკეტო სისტემის შეძენაზე. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეთანხმებას  ხელი უკვე მოეწერა.

New York Times წერს, რომ ორ ქვეყანას შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, შედგა.

“შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა . ღმერთს სურდა,  რომ S-400 ჩვენი ქვეყნის ტერიტორიზე ენახა”,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთთან შესაძლო შეთანხმების შესახებ რუსეთში უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ.

New York Times -ის ინფორმაციით,  თურქეთი საჰაერო რაკეტების შეძენას  თავდაპირველად ჩინეთისგან გეგმავდა, თუმცა  აშშ-ის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა და ამის გამო გადაწყვეტილება შეცვალა.

“არავის აქვს უფლება, განიხილოს თურქეთის რესპუბლკის თავდაცვის საკითხები, ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით”, -უთხრა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქულ გამოცემა “ჰურიეთს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი