ორგანიზაცია “ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ ნაციონალური მოძრაობის გასამართლების მოთხოვნით რეზოლუცია და “საბრალდებო დასკვნა” პარლამენტში შეიტანა.
კაკაბაძე აცხადებს, რომ პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს და შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულობებს შეისწავლის.
“აღნიშნული დანაშაულობების შესახებ ინფორმაცია ახლანდელ ხელისუფლებასაც აქვს, მაგრამ ჩვენ მიერ შემუშავებული საბრალდებო დასკვნა მას რეჟიმის გასამართლებაში დაეხმარება”- ამბობს კაკაბაძე.
ნანა კაკაბაძემ და მისმა თანამოაზრეებმა 19 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში შეკრების შემდეგ დაარსეს სახლხო მოძრაობა “სამართლიანობა უნდა აღსდგეს”.