ახალი ამბები

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ისევ დაკითხვაზე დაიბარეს

20 მაისი, 2013 • • 1105
მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ისევ დაკითხვაზე დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ხვალ, 21 მაისს, დასავლეთ საქართველოს საოლქო

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებულ გამოძიებას, რის გამოც ისინი თებერვალშიც დაკითხეს.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დაკითხვაზე დაბარება არის ხელისუფლების პასუხი იმ პოლიტიკურ აქტივობაზე, რასაც თავად ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ახორციელებენ.

 

ისინი მოწმის სახით დაიკითხებიან საქმეზე, რომელიც ეხება სოციალური მომსახურების აგენტების მიერ უმუშევართა რეგისტრაციას, როდესაც შეიქმნა დასაქმების სამინისტრო.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილების საფუძველზე, გასული წლის 3 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგნეტომ გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად, ამ პროგრამის ფარგლებში შტატგარეშედ საქართველოს ყველა რეგიონში დამატებითი კონტრაქტები გაუფორმდა 21 837 პირს, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში უნდა აღერიცხათ დასაქმების მსურველი მოსახლეობა.

 

“როგორც გამოძიებით გაირკვა, ზემოთ აღნიშულ 21 837 პირს სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან შესასრულებელი სამუშაოების შესახებ არავითარი ინფორმაცია და დავალება არ მიუღიათ. მათ არც რაიმე ტრენინგი ჩატარებიათ და არ გადაცემიათ კითხვარები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში უნდა შევსებულიყო.

 

მიუხედავად ამისა, 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ყველა მათგანს დაერიცხა 240 ლარი “ლიბერთი ბანკის” შესაბამის ფილიალებში. სულ, ამ პირებზე ბიუჯეტიდან გადარიცხულია 5 მილიონ 240 ათას 880 ლარი”, – აცხადებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი.

 

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში მოწმის სახით დაიკითხა 2000-მდე პირი, რომელთა ჩვენებით დადგინდა, რომ ამ 21 837 მოქალაქეს არანაირი სამუშაო არ შეუსრულებია და რომ მათ თანხა მიიღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისათვის, რაც გამოიხატებოდა პრეზიდენტთან დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ბროშურების, ფლაერების და სიმბოლიკის დარიგებაში, პარტიული აგიტაციისა და პროპაგნადის განხორციელებაში და სხვა.

 

“ვინაიდან ზემოაღნიშნული თანხის გაცემა მოხდა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, გამოძიების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნული სამინისტროს იმჟამინდელი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, ისინი დასაკითხად გამოძახებულნი არიან დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, რის შესახებაც უკვე გადეგზავნა უწყება შესაბამის ადრესატებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი