დაკავებული არიან აღნიშნული განყოფილების უფროსი ტარიელ მახარაძე და უფროსი სპეციალისტები – რამაზ დევაძე და ნოდარ მამულაძე. ისინი დღეს საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდნენ დაკითხვაზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ბათუმის მერმა არ იცოდა, რომ მისი თანამშრომლები დააკავეს სამართალდამცავებმა. ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა არც მერიის ადმინისტრაციის უფროსს, ნუკრი დეკანაძეს, რომელმაც ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ნეტგაზეთთან ეს კომენტარი გააკეთა: “რამდენადაც ახლა ინფორმაციას ვაზუსტებ, რადგან ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა და ახლა ვაზუსტებთ, თუმცა, რამდენადაც ვიცით, დაკავებული არიან მერიის ტექნიკური ზედამხედელობის განყოფილების სამი თანამშრომლი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს დაკავება უკავშირდება ველობილიკების მოწყობის სამუშაოს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენთვiს უცნობია ამ საქმესთან დაკავშირებით მოხდა დაკავება თუ სხვა საქმეზე, ეს ჩვენთვის უცნობია. ოფიციალურად, ეს ადამიანები, რამდენადაც დავაზუსტე, დღეს დაბარებული იყვნენ საფინანსო პოლიციაში, თუმცა ამ ეტაპზე მათ ვერ ვუკავშირდებით, რომ დავაზუსტოთ ინფორმაცია. მათი სამსახურის უფროსმა იცოდა, რომ ისინ დაბარებული იყვნენ ფინანსურში“.