ახალი ამბები

“სახალხო კრებას” პრეზიდენტის თანამდებობაზე ნინო ბურჯანაძის ხილვა სურს

20 მაისი, 2013 • • 1125
“სახალხო კრებას” პრეზიდენტის თანამდებობაზე ნინო ბურჯანაძის ხილვა სურს

“დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას გამოცდილი პოლიტიკოსი, პრინციპული და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პრეზიდენტი სჭირდება სამართლიანობის აღდგენისათვის, სამოქალაქო მშვიდობის დამყარებისათვის; ხელისუფლების დაბალანსებისათვის; ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისა და საერთაშორისო რეპუტაციის დაცვისათვის;

 

დღეს  ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გახლავთ ყველა ამ თვისების მქონე პოლიტიკოსი.

 

ჩვენ, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო მივმართავთ არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადოებას, სრულიად საქართველოს, მხარი დავუჭიროთ ნინო ბურჯანაძის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას!

საქართველოს უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის წინაშე
ანგარიშვალდებული პრეზიდენტი სჭირდება!

 

ჩვენ ველით, რომ საქართველოში რეალურად კონკურენტული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება”, – აცხადებენ “სახალხო კრების” წევრები: ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე, რეზო ესაძე, ირაკლი ბათიაშვილი.

“სახალხო კრების” აღნიშნულ განცხადებაზე ბურჯანაძის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. დღეისათვის უკვე დასახელებული სამი საპრეზიდენტო კანდიდატი: გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ნესტან კირთაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი