ახალი ამბები

კუბლაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ფარული ჩანაწერები განადგურდეს

20 მაისი, 2013 • 949
კუბლაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ფარული ჩანაწერები განადგურდეს

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მასალები განადგურდეს, მაგრამ ეს არ შექმნის იმის გარნატიას, რომ ასეთი ჩანაწერები არ იქნება გამოყენებული შანტაჟის მიზნით. სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ასეთი ჩანაწერები გამოყენებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მხირდან შანტაჟის მიზნით. კარგია, რომ ის დღეისთვის არის დასჯილი, მაგრამ კანონის თვალსაზრისითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯები,”- განაცხადა კუბლაშვილმა.

 

კითხვაზე, ახალი ხელისუფლების მოსვლამდე რაში დაჭირდა წინა ხელისუფლებას მსგავსი ჩანაწერების გაკეთება, საპარლამენტო უმცირესობის თქმით, ამ ეტაპზე ამას მნიშვნელობა არ აქვს.

 

“მიუხედავად იმისა, ვის მიერ და როდის არის გაკეთებული ჩანაწერები, მისი გამოყენებისთვის სასჯელი უნდა იყოს ძალიან მკაცრი. მხარეებად არ ვყოფთ. პირველი პრეცედენტი კი მისი გამოყენების სწორედ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოხდა.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი