ახალი ამბები

ვახტანგ ხმალაძის განმარტებები დროებითი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით

20 მაისი, 2013 • 969
ვახტანგ ხმალაძის განმარტებები დროებითი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით

“ერთ საკითხია ის, თუ რატომ უნდა შემოიფარგლოს კომისია მხოლოდ სისხლის სამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებული განხილვით და არ იქნეს განხილული სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები. იმიტომ, რომ ასეთ საქმეთა რაოდენობა არის ძალიან დიდი და შესაძლებელია აღმოჩნდეს რამდენიმე მილიარდის ოდენობით კომპენსაციების გაცემის საჭიროება, რადგან სამოქალაქო დავები, როგორც წესი, დაკავშირებულია სწორედ ქონებრივ საკითხებთან და ბევრი ადმინისტრაციული საქმეც ქონებრივ საკითხებს უკავშირდება”

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში სპეციალური კოლეგიის შექმნას, ხმალაძის განმარტებით, თითქმის ყველა საქმე, რომელთა მიმართაც დგინდება და დადგინდება ხარვეზების არსებობა, განხილული იყო მათ შორის სააპელაციო სასამართლოში და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ საქმის ხელახალი შესწავლისას სწორედ იმ მოსამართლეთა ხელში აღმოჩნდეს, რომელსაც უკვე ჰქონდა განხილული ადრე ეს საქმე”

“ასეთ დროს დარწმუნებით თქმა იმისა, რომ გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი, ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ კარგი იქნება, თუ შეიქმნება კოლეგია და ამ კოლეგიის წევრები იქნებიან სააპელაციო სასამართლოს ახალი წევრები”, – განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისია განიხილავს გადაწყვეტილებებს 2004 წლიდან მოყოლებული, ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები ყველა დროსა და ეპოქაში არსებობდა, თუმცა გარკვეული რეჟიმების დროს ასეთი გადაწყვეტილებების რაოდენობა იმატებს, 2004–2012 წლები კი სწორედ ასეთ პერიოდი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი