ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” ელგუჯა გოგმაჩაძის კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნა

11 სექტემბერი, 2017 • 2789
“ევროპულმა საქართველომ” ელგუჯა გოგმაჩაძის კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნა

პარტია “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებით, ელგუჯა გოგმაჩაძე  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი აღარ იქნება. ამის მიზეზი “ბათუმელებისთვის” მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც იგი ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია.ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია.

“დღეს გაზეთმა ბათუმელებმა ევროპული საქართველოს ქობულეთის მერობის კანდიდატთან, ელგუჯა გოგმაჩაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გოგმაჩაძემ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათია გამოხატა. ნინო ბურჯანაძის შეხედულებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროპული საქართველოს პოლიტიკურ ღირებულებებსა და პოზიციებთან. ევროპული საქართველოს სახელით ასეთი შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები არჩევნებზე ვერ იბრძოლებენ. ამიტომ პარტიის სამდივნოსა და რეგიონული ორგანიზაციის შეთანხმებით, ელგუჯა გოგმაჩაძე აღარ იქნება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთის მერობის კანდიდატი. უახლოეს მომავალში პარტია ახალ კანდიდატს წარადგენს”.- ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი