მან კომენტარი შს სამინიტროში 19 მაისს, პოლიციის პროფესული დღის აღსანიშნავი ღონისძიებების დასრულების შემდეგ გააკეთა:
“ჩემთვის დიდი პატივია დღეს ბატონ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად აღვნიშნო პოლიციის დღე. ეს არის ღირსების და პატივის დღე და პოლიციელთა ღვაწლის დაფასება. პოლიცია იცავს საქართველოს მოქალაქეებს და ეს მისი ძირითადი მოვალეობაა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას იმისათვის, რომ იცავენ დიპლომატიურ მისიებს საქართველოში.”

ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, 17 მაისის მოვლენებში მონაწილე ყველა მოძალადე კანონის მიხედვით უნდა დაისაჯოს: “შინაგან საქმეთა მინისტრი აწარმოებს გამოძიებას 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ქმედებას და მიგვაჩნია, რომ ყველა მოძალადე კანონის მიხედვით უნდა დაისაჯოს. მე ვეთანხმები პრემიერის გამონათქვამს იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ასევე, მშვიდობიანი შეკრების ეს პრინციპი არ უნდა დაირღვეს.”