“ამ ვითარებაში, როდესაც კრიტიკულ მომენტში პოლიცია დადგა არჩევანის წინაშე, რომ ან უნდა მიემართა გაცილებით მძიმე ღონისძიებებისთვის და ამას შესაძლოა პროცესი ბოლომდე უმართავი გაეხადა, ან უნდა უზრუნველყო დემონსტრანტთა უსაფრთხოება, ან საკუთარ თავზე მიეღო აგრესიული მასის დაწოლა, მათ არჩევანი გააკეთეს მეორე გზის სასარგებლოდ. ეს იყო აბსოლიტურად სწორი გამოსავალი” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე:” კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში და არც ერთ ადამიანს, არავის, არც ერთი შეხედულების, ორგანიზაციის თუ რელიგიური მრწამსის წარმომადგენელს არ აქვს იმუნიტეტი და საქართველოს კანონებით და კონსტიტუციით სხვისი ცემა, ქონების დაზიანება, საფრთხის შექმნა სხვისი ჯანმრთელობისთვის, ეს ყველაფერი არის დასჯადი ქმედებები და მე მგონია, რომ სამართალდამცველი ორგანოები ამის შესახებ თავად მოგვაწვდიან ინფორმაციას”.
უსუფაშვილის განცახდებით, 17 მაისს პოლიცია იყო ყველაზე უკეთ მობილიზებული და ყველაზე უკეთ შეასრულა თავისი მოვალეობა.