კბილაშვილის განცხადებით, პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი იმ კონკრეტულ ვითარებაში, რისი გაკეთებაც შეეძლო:
“პოლიციამ გადაარჩინა ხელყოფისაგან ადამინების სიცოცხლეც კი. იმ ურთულეს მდგომარეობაში ეს უყო ერთადერთი სწორი გამოსავალი და ქმედება, რაც მათ განახორციელეს და ამისათვის მათ ჩვენგან ყველასაგან მადლობა ეკუთვნით.”

17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია–ფლეშმობი ვერ შედგა. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მებრძოლებს სასულიერო პირები და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქციის მონაწილეებს დაედევნენ.
შსს–მ აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.







