ახალი ამბები

შუშის ჩამსხვრევის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი დაშავდა

18 მაისი, 2013 •
შუშის ჩამსხვრევის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი დაშავდა

როგორც ინციდენტის თვითმხილველმა ადო ბერიკელაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, შუშის ჩამსხვრევის შედეგად ნამსხვრევები თვალში მოხვდა ერთ–ერთ მგზავრს, რის შემდეგაც  საავდამყოფოში გადაიყვანეს, თუმცა შემთვხვევის ადგილზე პოლიცია არ მისულა.

 

“აღშფოთებულნი ვართ მგზავრები და გამართლება ვერ მოგვიძებნია, ვერც რაიმეს ვუკავშირებთ. ის ვიცით, რომ მიკროავტობუსი პირველ ზოლში მოძრაობდა და მარჯვენა მხარეს ასხლეტილი ქვა ვერანაირად მოხვდებოდა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ადო ბერიკელაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი