“საზოგადოებისთის საშიშია არა გენდერული იდენტობა და ორიენტაცია, არამედ ის რელიგიური ფანატიზმი, რაც გუშინ გამოჩნდა. ეს პირველ რიგში განათლების საოცარ დეფიციტზე მეტყველებს. დომინანტური ეკლესია კი ბოროტად სარგებლობს ასეთი მდგომარეობით და აზრის ასეთ სიმწირეზე აგებს საკუთარ ძალაუფლებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესია რეგრესულ ფუნქციას ასრულებს ქვეყნის განვითარებაში, ახალისებს შუასაუკუნებრივი მითებითა და ცრურწმენებით აზროვნებას, უპასუხისმგებლოა საკუთარი განცხადებების შედეგებისადმი და სიღატაკით, უმუშევრობითა და უსახლკარობით შეწუხებულ მოსახლეობას ამ მდგომარეობის შეცვლის ნაცვლად აბსტრაქტული ეროვნული ღირსების დაცვისაკენ მოუწოდებს, რაც ფაქტობრივად უიარაღო ადამიანებზე თავდასხმასა და მათ ფიზიკურ განადგურებაში გამოიხატება. სახელმწიფო სტრუქტურები კი სავსებით უძლური ან არამოტივირებულია შეაკავოს რელიგიით წახალისებული ბოროტება”, – ნათქვამია “ლაბორატორია 1918″–ის განცხადებაში.