ახალი ამბები

Amnesty International: მეორე წელია პოლიცია ვერ ახერხებს ლგბტ აქტივისტების ძალადობისგან დაცვას

18 მაისი, 2013 •
Amnesty International: მეორე წელია პოლიცია ვერ ახერხებს ლგბტ აქტივისტების ძალადობისგან დაცვას

მათივე შეფასებით, 17 მაისს არაეფექტური რეაგირება მოხდა ორგანიზებულ და ძალადობრივ ჰომოფობიაზე. 

 

“ირონიულად, ეს სამარცხვინო ძალადობა მოხდა სწორედ იმ დღეს, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავენ მთელ მსოფლიოში. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გრძელი გზა უნდა გაიაროს შემწყნარებლობის ხელშესწყობისა და ლგბტ წარმოამდგენლების უფლებების დაცვის მიმართულებით”–განაცხადა “Amnesty International”–ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა ჯონ დალჰუისეინმა. 

 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს აღნიშნული ძალადობა და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს კანონით. “Amnesty International”–ი აცხადებს, რომ  მოძალადეები წახალისებული იყვნენ საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირების მიერ. 

 

“მედიის ცნობით, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ხუთშაბათს ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშევა 17 მაისს დაგეგმმილი ლგბტ აქტივისტების ღონისძიება, მიზეზად კი ქართული ტრადიციების შეურაცხყოფა დაასახელა”– ნათვქამია  გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

“Amnesty International”–ი წერს, რომ უკვე მეორე წელია პოლიცია ვერ ახერხებს ლგბტ აქტივისტების დაცვას რელიგიური ჯგუფების ძალადობისგან. 

 

“სახიფათო ტენდენციად იქცა  რელიგირი და სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობის დაუსჯელად დატოვება, თუ აღნიშნული ჩადენილია სასულიერო პირებისა და მათი მიმდევრების მიერ. მიუღებელია, რომ ხელისუფლებამ კვლავ დაუშვას რელიგიის სახელით ჩადენილი დანაშაული ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო”–აღნიშნავს დალჰუისეინი. 

 

მისივე თქმით, გასული წლის მოვლენებიდან გამომდინარე და დაანონსებული კონტრაქციის გამო  ძალადობა მოსალოდნელი იყო:

 

“პოლიცია მოუმზადებელი აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის უზრუნველყოფა. ეფექტური ზომების ვერმიღებით ხელისუფლება შეუწყნარებლობისა და დაუსჯელობის წახალისებას ახდენს, მათ უნდა გააუმჯობესონ მშვიდობიანი დემონსტრაციების კონტროლი მომავალში და მსგავსი აღარ დაუშვან”– აღნიშნავს დალჰუისეინი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი