ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აქციაზე პოლიციელები ჰომოფობიურ გამონათქვამებს იყენებდნენ, იურისტმა ნაზი ჯანეზაშვილმაც მიაწოდა “ნეტგაზეთს”:
“პოლიციის მხრიდანაც იყო გამოყენებული კომენტარები და აქციის მიმდინარეობისას უშუალო ჰომოფობიური გამონათქვამები. ამას, ბუნებრივია, შესწავლა სჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორ მოიქცევიან ხელისუფლების წარმომადგენლები. პოლიცია, რომელიც ასეთი მნიშვნელობის აქციაზე არის წარმოდგენილი და იცავს მოქალაქეთა ინტერესებს, უნდა იყოს ძალიან შორს ჰომოფობიისგან. მათ უნდა ჰქონდეთ იმდენად მაღალი ცნობიერება, საზოგადოებრივი მართლშეგნება, რომ ჰომოფობიური გამონათქვამები არ იყოს მათი მხრიდან დაშვებული”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.