“მე უკიდურესად ვარ შეშფოთებული დღეს თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობით. ძალადობა, როგორი მოტივითაც არ უნდა იყოს ეს განპირობებული, არ შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების სახე. მე ნამდვილად არ ვეთნხმები იმას, რომ დღევანდელი ძალადობა იყო რიგითი პოლიციელების რაღაც სახის მოქმედებების შედეგი. ეს მათ არ უნდა დაბრალდეთ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა:”საუბარი არის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მთავრობა იმას, რაც ხდება, კი არ უნდა ემიჯნებოდეს. მთავრობა იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალობის ფონის მომატება საზოგადოებაში. არ დაუშვას, რომ გარკვეული ამნისტიებით, როგორც ეს მოხდა, კრიმინალებს უშვებდნენ პოლიტიკური მოტივით ციხიდან და ყოველდღიურ უსაფრთხოებად აუარესებდნენ ჩვენს მოქალაქეებს. მთავრობამ არ დაუშვას ის, რომ რაღაც ჯგუფები შევარდნენ გამგეობაში, იქიდან ყრიდნენ ხალხს და პოლიტიკური მოტივით ახორციეებდნენ ძალადობას.”
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობამ წინა წლებში მოახდინა საზოგადოებივი ინსტიტუტების ჩამოყალიბება:”ეს ინსტიტუტები მოწოდებულნი არიან უზრუნველყონ მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოებისთვის. თუ ჩვენ ამას გადავხედავთ და ამ ინსტიტუტებს დავასუსტებთ ისე, რომ ძალადობა გახდება ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რა მოტივითაც არ უნდა იყოს განპირობებული ეს ძალადობა, მაშინ ჩვენი საზოგადოება განწირული იქნება სიღარიბისთვის და უპერპექტივობისათვის. დავფიქრდეთ ასევე ამ ყველაფრის გლობალურ ასპექტებზე.”
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი საერთაშორისო გამოწვევები: ” ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენ წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით აგრესორი აწარმოებს მძლავრ პროპაგანდას. წინა წლებში საქართველო მსოფლიოს თვალში ჩამოყალიბდა სტაბილურ, მშვიდ, პროგრესულ, სწრაფად განვითარებად უსაფრთხო ქვეყნად. ამ ძალადობის სცენების მსოფლიოსთვის ჩვენება მკვეთრად ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს, აძლიერებს ჩვენს მტერს და წყალში გვიყრის მთელ შრომას, რასაც ყველანი ერთად ვეწეოდით წინა წლებში, რომ საქართველო გაგვეცნო საუკეთესო კუთხით დანარჩენი სამყაროსთვის. ეს არ შეიძლება არ აღელვებდეს ყველა ქართველ პატრიოტს, მიუხედავად იმისა, როგორია მათი შეხედულებები. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა დავსხდეთ, მთავრობაც და ოპოზიციაც, სხვადასხვა შეხედულებების ადამინები, უნდა ყველა ერთად მივხვდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო. ყველანი ქართველები ვართ. ყველას გვინდა, რომ ეს სამშობლო გაძლიერდეს, წინ წავიდეს და არა პირიქით, უკან დაიხიოს და იმ ჭაობში ჩაეფლოს, საიდანაც ძლივს გამოვიყვანეთ. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. ყველა ეს საკითხი გადაწყდება კანონის ფარგლებში, ინსტიტუტების მეშვეობით და მხოლოდ დიალოგის გზით. ყველამ ერთად უნდა ვთქვათ უარი ძალადობაზე და ქაოსის ინსპირაციაზე.”







