ახალი ამბები

ილია მეორე: მოვუწოდებ, დაიშალოს ორივე მხარე და ერთმანეთისთვის ილოცონ

17 მაისი, 2013 •
ილია მეორე: მოვუწოდებ, დაიშალოს ორივე მხარე და ერთმანეთისთვის ილოცონ

“ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ არ შეიძლება ამის პროპაგანდა. შეიძლება ადამიანი ჩავარდეს ცოდვაში. უნდა ითქვას, რომ ეს არის ცოდვა, და ვერავითარი რელიგია ვერ დაუჭერს მხარს ამ ცოდვას ღვთის წინაშე. შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი, მაგრამ არ ჩავერიოთ პირად ცხვორებაში. იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება. მოვუწოდებ ერთ მხარეს და მეორესაც, რომ დატოვონ ქუჩები, წავიდნენ სახლში და ერთმანეთისთვის ილოცონ,”- განაცხადა პატრიარქმა. 


დღეს, 17 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქცია–ფლეშმობი ჩაიშალა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და უფლებადამცველის მიერ დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქცია კონტრდემონსტრანტებმა ჩაშალეს. კონტრდემონსტრაციაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.


მასალების გადაბეჭდვის წესი