რამდენად მისაღებია ეკლესიისთვის ის ფორმა, რითიც დღეს, 17 მაისს თბილისში დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლა მოხდა? – “ნეტგაზეთმა” პატრიარქის მდივანს ამ კითხვით მიმართა:
“მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ალბათ ეკლესია გააკეთებს კომენტარს. ჩემი კერძო პოზიცია არ იქნება სასურველი, რომ გავამჟღავნო. სავარაუდოდ, იქნება [ერთიანი განცხადება]. ახლა პატრიარქს ამასთან დაკავშირებით ყველაფერს შეატყობინებენ და არ ვიცი, ან დღესვე, ან ხვალ იქნება საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია და ჯობია მას დაველოდოთ”, – ამბობს მიქაელ ბოტკოველი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქცია–ფლეშმობი ჩაიშალა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და უფლებადამცველის მიერ დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქცია კონტრდემონსტრანტებმა ჩაშალეს. კონტრდემონსტრაციაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.