მათი ინფორმაციით, ლგბტ თემის წევრები, რომლებიც დღეს, 17 მაისს თბილისში ანტიჰომოფობიური აქციის გამართვას აპირებდნენ, ამ დროისთვის კაფე “გალერიში” იმყოფებიან.
როგორც “ნეტგაზეთის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მომიტინგეები კაფეში შევიდნენ და მის ადმინისტრატორს ჰკითხეს, იმყოფებოდნენ თუ არა იქ ლგბტ თემის წევრები. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია არ დადასტურდა, დემონსტრანტებმა კაფე დატოვეს და ამ დრომდე გრიბოედოვის ქუჩაზე რჩებიან. პარალელურად, მომიტინგეები იმყოფებიან რუსთაველის გამზირზეც. ჯერჯერობით კაფე “გალერისთან” სამართალდამცველები მობილიზებული არ არიან.