აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან დაუპირისპირდნენ ერთ ადამიანს, რომელსაც მიაჩნდა, რომ ლგბტ თემის წევრებს ანტიჰომოფობიური აქციის გამართვის უფლება ჰქონდათ.

 

საბოლოო ჯამში, მან ტერიტორია დატოვა, თუმცა მომიტინგეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

“შენ გგონია, რახან ქალი ხარ, ხელს არ დაგარტყამენ?” – ასე მიმართა მას ერთ–ერთმა მომიტინგემ, რომელიც 17 მაისს დაგეგმილ ანტიჰომოფობიურ აქციას ეწინააღმდეგობდა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ფლეშმობის ჩატარებასა და ლგბტ თემის წევრების დისკრიმინაციის გაპროტესტებას აპირებდა, თუმცა კონტრდემონსტრანტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *