ახალი ამბები

ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე მოქალაქის მანქანას დაეცა

7 სექტემბერი, 2017 • 1940
ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე მოქალაქის მანქანას დაეცა

დღეს, 7 სექტემბერს, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე მწერალ პაატა შამუგიას მანქანას დაეცა. როგორც დაზარალებული ფეისბუკზე წერს, თვითონ გადაურჩა ხეს, თუმცა მანქანა სერიოზულად დაზიანდა. მისი თქმით, ავტომობილი არ ჰყავდა დაზღვეული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, უამინდობასთან დაკავშირებით, თბილისიდანაც და რეგიონებიდანაც ათობით შეტყობინება მიიღეს:

“ზოგი ხის ტოტების მოტეხვას ეხებოდა, ზოგი სახურავების ახდის თემას (ოღონდ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჯერ არაფერი ყოფილაო სახურავებზე)… მოკლედ, სხვადასხვა ტიპის შეტყობინებებია.”

სააგენტოს განცხადებით, თითოეულ მათგანზე მოხდა და ხდება უსწრაფერი, ადეკვატური რეაგირება, ხოლო შეტყობინებების მიღება ახლაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი