როგორც “ნეტგაზეთის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაახლოებით ასამდე მომიტინგე, რომლებიც თბილისში დღეს, 17 მაისს დაგეგმილ ანტიჰომოფობიური აქციის გამართვას აპროტესტებდნენ, მეტროსადგურ “თავისუფლების” მიმართულებით გაიქცნენ და შენობაში შეღწევას შეეცადნენ, რადგან, მათი აზრით, აღნიშნული ადამიანი სწორედ იქ შევიდა, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს, რადგან სამართალდამცველებმა მეტროსადგურის კარი ჩაკეტეს.
პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდიბარე ტერიტორიაზე ასეულობით მომიტინგე ამ დრომდე რჩება. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.