ახალი ამბები

თბილისში რუსეთის მოქალაქე გაძარცვეს

7 სექტემბერი, 2017 • 2078
თბილისში რუსეთის მოქალაქე გაძარცვეს

დღეს, 7 სექტემბერს, ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქე გაძარცვეს. დაზარალებული ახალგაზრდა კაცია. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი