განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და ფლობდნენ ცოდნას ჟურნალისტური სტანდარტების შესახებ. ნეტგაზეთი მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა ეს აუცილებელი მოთხოვნა არ არის.
განმცხადებლები კარგად უნდა ფლობდნენ ქართულ და ინგლისურ ენებს და აინტერესებდეთ ახალი მედია და მისი ტექნოლოგიები. უნდა ჰქონდეთ ოპერატიულად და ექსტრემალურ პირობებში მუშაობის უნარი.
netgazeti.ge-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმცხადებლის ინტერესების სფერო და მოტივაცია აღნიშნულ პოზიციის დასაკავებლად. ამიტომაც დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესთან და ორ ჟურნალისტურ ნამუშევართან ერთად უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ntsetskhladze@gmail.com
ელექტრონული წერილის თემაში მიუთითეთ vacancy2014, წინაღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2014 წლის 27 მარტისა.
ნეტგაზეთი თავად დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს და მიიწვევს გასაუბრებაზე.