ახალი ამბები

“ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების სია

1 სექტემბერი, 2017 • 2127
“ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების სია

დღეს, 1 სექტემბერს “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. პროპორციული სია დღეს არ გაუსაჯაროვებიათ.

  • მთაწმინდა – ჯაბა ჯიშკარიანი.
  • ვაკე – გიორგი მუსხელიშვილი, გიორგი ბირბიჩაძე.
  • საბურთალო – ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე, ვახტანგ შაქარიშვილი.
  • კრწანისი – თემურ გორგაძე.
  • ისანი – ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე, ლევან დავითაშვილი.
  • სამგორი – რევაზ სოხაძე, გიორგი დოხტურიშვილი, გიორგი ტყემალაძე, ქეთევან მამულაშვილი.
  • ჩუღურეთი – რიმა ბერაძე
  • ნაძალადევი – თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე.
  • დიდუბე – ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია
  • გლდანი – შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე.

კანდიდატების წარდგენის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ “ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. მოგეხსენებათ, რომ ეს ბარიერი ჩვენი აწეულია და ავწიეთ იმიტომ, რომ დეპუტატებს რაც შეიძლება მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეთ”.

თუმცა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრს 50%-იანი ბარიერის გადალახვა არ უწევს და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს.

ამ საკითხზე განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ ამოცანაა, მაჟირიტარებმა მაღალი ლეგიტიმაციით, 50%-ით გაიმარჯვონ არჩევნებში.

“გაიმარჯვებს ის, ვინც გავა პირველ ადგილზე, თუმცა, ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ 50%-იანი ბარიერი გადალახოს მაჟორიტარობის თითოეულმა კანდიდატმა,”- განაცხადა კობახიძემ.

ამ საკითხს გამოეხმაურა “შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი. მის მიერ გავრცელებული განცხადებით, პრემიერმა არ იცის, რომ 50%-იანი ბარიერი საკრებულოს დეპუტატებს არ ეხებათ:

“როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ ცვლილებას “გეგმავს” საარჩევნო კოდექსში, რადგან აღნიშნული რეგულაცია თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარულ კანდიდატებს არ ეხება,რაც როგორც ჩანს
პრემიერ-მინისტრმა არ იცის. 50%-იან ბარიერი მოქმედი საარჩევნო კოდექსით მხოლოდ პრეზიდენტის, პარლამენტის მაჟორიტარულ და მუნიციპალიტეტის მერების არჩევნებზე ვრცელდება,”- აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი