ახალი ამბები

ადვოკატი: გელა ხვედელიძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას ინარჩუნებს

15 მაისი, 2013 • 1080
ადვოკატი: გელა ხვედელიძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას ინარჩუნებს

როგორც ხვედელიძის ადვოკატმა კახაბერ სოფრომაძემ დღეს, 15 მაისს, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, პროკურატურას ამ დრომდე სასამართლოსთვის არ მიუმართავს მისი თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ შუამდგომლობით. მისივე განმარტებით, ამ პროცედურას პროკურატურა ფიზიკურად ვერ მოასწრებდა.

 

ხვედელიძის ადვოკატი არ გამორიცხავს, თანამდებობა საკუთარი სურვილით გელა ხვედელიძემ თავად დატოვოს.

 

“მე მას შეხვდები, ვისაუბრებთ ამ საკითხზე. შემდეგ განცხადებას ან თავადვე გააკეთებს, ან მე გავახმაურებ,”- აცხადებს ხვედელიძის ადვოკატი. 

 

კახაბერ სოფრომაძე ასევე გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით არსებობს საფრთხე, რომ გელა ხვედელიძემ შესაძლოა ხელი შეუშალოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებების განადგურებას. 

 

ადვოკატი ამბობს, რომ ამის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან გელა ხვედელიძეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ხელი აღარ მიუწვდება.

 

სოფრომაძემ ასევე განმარტა, რომ მას გელა ხვედელიძესთან არსებულ საქმესთან დაკავშირებით გია ხუხაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის შესახებ არ უსაუბრია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი