ახალი ამბები

გეგუთის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანილი პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია

15 მაისი, 2013 •
გეგუთის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანილი პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პატიმარი სავარაუდოდ ნაცემია, მისი ასაკი დაახლოებით 30 წელია, თუმცა ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

 

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, გეგუთის ციხეში რამდენიმე დღის წინ მოხდა კონფლიქტი, ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც აღნიშნული მსჯავრდებული კიბიდან დაგორდა. ფაქტს უკვე იძიებს შესაბამისი სამსახური. დამატებითი დეტალები მომხდართან დაკავშირებით მინისტრმა არ გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ის ინფორმირებულია პატიმრის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სპეციალური კომისია მის ვადამდე ადრე გათავისუფლებაზეც იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი