ახალი ამბები

სოზარ სუბარი: მივაკვლიეთ ციხეებში გადაღებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს

15 მაისი, 2013 •
სოზარ სუბარი: მივაკვლიეთ ციხეებში გადაღებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს

სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მას უწყებაში არსებული ფარულული ჩანაწერების არქივი, რომელიც უკანონოდ იქმნებოდა, გატანილი დახვდა. ამ არქივის ნაწილს კი სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ მიაკვლიეს. კონკრეტულად რა არის ასახული ამ ფირებზე, ვისი დანაშაული იკვეთება, ან სად და როდისაა გადაღებული, სოზარ სუბარს პასუხი არ აქვს, რადგან ეს მასალები ამოღებისთანავე პროკურატურამ წაიღო და უკვე არსებულ გამოძიებას დაურთო მტკიცებულებებად.

 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერში, ციხეების ახალმა ადმინსიტრაციამ გლდანის ციხეში იპოვა ვიდეოსათვალთვალო სისტემა, რომელიც, მათი განცხადებით, პატიმრებზე უკანონო ფარული თვალთვალის განსახორციელებლად იყო განკუთვნილი.

 

2011–12 წლებში სოციალური ქსელებით გავრცელდა რამდენიმე ვიდეომასალა, რომელიც ციხეში, საკნებში იყო გადაღებული ფარულად და რომელზეც პატიმართა კონფლიქტები იყო ასახული. იმდროინდელმა ხელისუფლებამ მაშინ ვერ გასცა პასუხი კითხვას, ვინ და როგორ მოახერხა საკანში ფარულად ვიდეოგადაღება და შემდეგ როგორ აღმოჩნდა ეს ვიდეომასალა ინტერნეტში.

კადრი 2012 წელს გავრცელებული ერთ–ერთი ფარული ჩანაწერიდან
კადრი 2012 წელს გავრცელებული ერთ–ერთი ფარული ჩანაწერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი