ახალი ამბები

შსს: ქურდული სამყაროს 12 წევრი დაკავებულია

15 მაისი, 2013 • 1368
შსს: ქურდული სამყაროს 12 წევრი დაკავებულია

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ე. წ. ქურდულ სამყაროს აღიარებენ და სხვადასხვა  სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას.

 

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი ე. წ. კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან  კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.

 

გამოძიება  ქურდული სამყაროს წევრობისა და  კანონიერი ქურდობის  ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 223–პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი