ახალი ამბები

დიმიტროვი მთავრობას ენერგომარეგულირებლების დამოუკიდებლობისკენ მოუწოდებს

15 მაისი, 2013 • 943
დიმიტროვი მთავრობას ენერგომარეგულირებლების დამოუკიდებლობისკენ მოუწოდებს

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა გახსნა. მისი განცხადებით, საქართველოს აქვს რესურსი, რომ აწარმოოს სუფთა ელექტროენერგია.

 

“ვამაყობ, რომ USAID-მა საქართველოს ენერგეტიკაში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები და დღეს ეს სექტორი განვითარებულია. ახლა საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანია მოიზიდოს ინვესტიციები, რომლებიც ჩაიდება ენერგეტიკულ პროექტებში. ეს პროექტები შესაბამისობაში უნდა იყოს ევროკაშვირის კანონმდებლობასთან. იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მთელი რიგი ამოცანების მიღწევაა საჭირო. თურქეთი ცდილობს მიუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას. 2013 წლის იანვარში USAID-მა და საქართველომ ხელი მოაწერეს ქვეყანაში ენერგობაზრის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას. ამ ეტაპზე საქართველოს მთავარი მიზანია, აწარმოოს ელექტროენერგიით ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებთან,” – განაცხადა ბრინკმა.

 

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, დღეს ხელისუფლების მთავარი მიზანია ქმედითი ნაბიჯები გადადგას და ხელი შეუწყოს ენერგეტიკაში რეგიონალური პარტნიორობის საკითხს, რათა წარმატებით განახორციელოს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა:

 

“ვაგრძელებთ შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტს. საქართველოსა და თურქეთს შორის შეიქმნა სამუშაო ჯგუფები. მიმდინარეობს მუშაობა და პროექტი მზად იქნება 2014 წლის ბოლოს”.

 

კონფერენციის მნიშვნელობაზე ილაპარაკა ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა. მისი განცხადებით, ენერგორესურსებით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა არის რთული და ამბიციური პროექტი:

 

“აქ ბევრი საკითხი დგას. ევროკავშირისთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული. საქართველომ უნდა განახორციელოს ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიის ვაჭრობა. საქართველოს მთავრობა ცდილობს შეუერთდეს “ენერგეტიკულ საზოგადოებას”. აქ ბევრი ამოცანაა გადასაწყვეტი. საქართველოს სისტემა უნდა მიუახლოვდეს ევროკავშირის კანონდმებლობას. ვართ პროცესში. ხდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დაზუსტება. ენერგეტიკა არის მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის. ევროკავშირი ჩართულია შავი ზღვის ელეტროგადამცემის ხაზის პროექტში. ჩვენ ვაფინანსებდით ამ პროექტს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ქსელის რეაბილიტაციას დაასრულებს და ენერგიის გაცვლა გაადვილდება. მე მინდა საქართველოს მთავრობას მოვუწოდო, რომ ხელი შეუწყოს ენერგეტიკის მარგეულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას, დღეს არის დისკუსიის დრო, რომ გამოვავლინოთ პრობლემები და დავსახოთ მათი გადაჭრის გზები”.

 

კონფერენცია ორდღიანია. პირველ დღეს განხილული იქნება კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ოპერირების და “საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელი 2015”.

მასალების გადაბეჭდვის წესი