ახალი ამბები

ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის რამდენიმე პირი დააკავეს

15 მაისი, 2013 • 901
ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის რამდენიმე პირი დააკავეს

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა და დღეს, გამთენიისას დააკავეს, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, საქმეში არსებობს დაკავებულის სატელეფონი და სკაიპის მეშვეობით საუბრები  ერთ-ერთ კანონიერ ქურდთან, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს:

 

“ე.ი. მასობრივად უსმენენ ყველას უკანონოდ, ვინც ამნისტიით გამოვიდა,” – აცხადებს ადვოკატი.

 

შსს-ს აღნიშნული სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი