ახალი ამბები

სააკაშვილი: პოლონეთის ხელმძღვანელობას ივანიშვილის მიწვევა ვთხოვე

15 მაისი, 2013 • 1106
სააკაშვილი: პოლონეთის ხელმძღვანელობას ივანიშვილის მიწვევა ვთხოვე

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან საუბარში პრემიერ-მინისტრი და ახალი ხელისუფლება ქვეყნის იზოლაციის მოქცევაში დაადანაშაულა.

 

“საქართველოს ახალ მთავრობას რეალურად, გარდა მეზობლებისა, რომლებიც ვალდებული არიან გველაპარაკონ, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ, არც ერთი ორმხრივი ვიზიტი არ ჰქონია და მე ეს მაწუხებს.


მაგალითად, ამასწინათ, პოლონეთში რომ ვიყავი, ვთხოვდი პოლონეთის ხელმძღვანელობას, რომ მოიწვიონ საქართველოს პრემიერ -მინისტრი ოფიციალური ვიზიტით. იმიტომ, რომ აღმასრულებელი ხელისფლება დღეს ისინი არიან. მე შემიძლია ვიარო და ვილაპარაკო, ვლაპარაკობ ნატოში ინტეგრაციაზე და ა.შ. მაგრამ ასეთი იზოლაცია შედის მხოლოდ ერთი მოთამაშის – პუტინის მთავრობის ინტერესში. თუ საქართველოს პრემიერ- მინისტრს ხელს არ ჩამოართმევენ და საქართველოს მთავრობას ოფიციალური დონეზე წამყვან ევროპულ ქვეყნებში არ მიიწვევენ, ჩვენი დამპყრობლისა და ოკუპანტის ამარა დავრჩებით. ამიტომ პრემიერი იმაზე კი არ უნდა ნერვიულობდეს, რატომ დადის პრეზიდენტი, იმაზე უნდა ნერვიულობდეს, რომ თავად იაროს. მე სანამ პრეზიდენტი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იქნებ მანაც დაიწყოს სიარული, იმიტომ, რომ ასე თუ ისე ეს მთავრობა გამოუცდელია, სჭირდება როგორც მინიმუმ ვიღაც პირდაპირ ელაპარაკოს და რაღაცები კარგად აუხსნან. მივმართავ საქართველოს პრემიერ -მინისტრს, თქვენც იქნებ როგორმე იაროთ. ნუ გეშლებათ იმაზე ნერვები, რომ მე დავდივარ. მე პრეზიდენტი რომ არ ვიქნები, მაინც მომიწვევენ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


სააკაშვილის ვიზიტებით დაინტერესება პრემიერ-მინისტრმა დღეს, 14 მაისს მედიასთან შეხვედრის დროს გამოხატა. ის დაინტერესდა, სად და რისთვის დადის პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი