ახალი ამბები

ძლიერი სეტყვა კახეთში[video]

14 მაისი, 2013 • • 1164
ძლიერი სეტყვა კახეთში[video]

როგორც გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის ერთ–ერთი მცხოვრები აცხადებს, სეტყვამ გაანადგურა ხეხილის ბაღები, ბოსტანი და ვენახი. ბაკურციხის ერთ–ერთმა მცხოვრებმა კი ფეისბუქზე სტიქიის ამსახველი ვიდეოც ატვირთა.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯონი ოსიაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ხეხილისა და ვენახის 100% განადგურებულია აღნიშნული მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: ბაკურციხეში, ვეჯინში, კარდენახსა და კოლაგში. მისივე ინფორმაციით, დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, გართულებულია გადაადგილება სოფლებს შორის.

 

ჯონი ოსიაშვილისვე ცნობით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი სტიქიის სრული მასშტაბი, რადგან ზოგიერთ სოფელთან ჭირს დაკავშირება ინფრასტრუქტურის მოშლის გამო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი