ახალი ამბები

მოსამართლეთა კონფერენცია, სავარაუდოდ, 26 მაისს ჩატარდება

14 მაისი, 2013 • 928
მოსამართლეთა კონფერენცია, სავარაუდოდ, 26 მაისს ჩატარდება

მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ საკითხებზე პრესკონფერენცია დღეს, 14 მაისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა გამართა. 

 

კუბლაშვილის თქმით, ადმინისტრაციული კომიტეტის მორიგი შეხვედრა ამ საკითხებზე დღეს შედგა.


“რამდენიმე საკითხზე ვიმსჯელეთ, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას უკავშირდება, მისი ჩატარების საკითხს. პირველ რიგში განვიხილეთ საარჩევნო ბიულეტენის ფორმა, რომელიც ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა, ასევე ყველას წარვუდგინეთ მოქმედი მოსამართლეების სია, ვისაც კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვს. ასევე განვიხილეთ მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგის პროექტი. ჯერჯერობით ეს არის პროექტი, ვინაიდან არ ამოქმედებულა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. მისი ამოქმედებისა და ძალაში შესვლის შემდეგ ადმინისტრაციული კომიტეტი საბოლოოდ დაამტკიცებს დღის წესრიგს. დღის წესრიგში ყველა საკითხია შესული, დაწყებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის არჩევნებიდან, სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევით. ასევე ვიმსჯელეთ კონფერენციის თარიღზე. საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ ცვლილებების მიღებამდე. ჩვენი ვარაუდით ამ კვირის ბოლოს უნდა მოხდეს ეს და კიდევ ერთხელ შევიკრიბებით,”- განაცხადა კუბლაშვილმა.


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, კონფერენციის სავარაუდო თარიღად 26 მაისი ან 2 ივნისი განისაზღვრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი