ახალი ამბები

საია პრემიერის განცხადებაში გამოძიებისთვის მიმართულების მიცემის საფრთხეს ხედავს

14 მაისი, 2013 • 903
საია პრემიერის განცხადებაში გამოძიებისთვის მიმართულების მიცემის საფრთხეს ხედავს

“პრემიერის მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ კითხვები მასაც აქვს და ეჭვი ეპარება, თუ რამდენად გამართლდებიან პასუხისგებაში მიცემული პირები, ვფიქრობთ, შეიცავს გამოძიებისთვის გარკვეული მიმართულების მიცემის საშიშროებას. ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ გამოძიებაზე გავლენის მოხდენა პრემიერის სურვილია, უბრალოდ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთ განცხადებებს ისმენენ, შესაძლებელია ავტომატურად მოექცნენ ასეთი გავლენის ქვეშ”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით კირვალიძის  მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს და პრემიერის მხრიდან მის გამართლებაზე საუბარი გაუგებარია.

 

რაც შეეხება პრემიერის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საიამ უფლებამოსილებას გადააჭარბა, ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილს მეტ კონკრეტიკას სთხოვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი